„სპეცოპერაციის“ ყირიმელი მონაწილეები პრიორიტეტული პრინციპით ნახევარკუნძულზე მიწის ნაკვეთების უფასოდ მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. შესაბამისი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარლამენტის სხდომაზე მიიღეს.
მანამდე რეგიონის „ხელმძღვანელმა“, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთები გამოყოფილი იქნება ზღვის მახლობლად და შესაბამისი ფონდი უკვე იქმნება საქსკისა და ჩერნომორსკის რაიონებში.
„ჩვენთვის ამ კანონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ჯარისკაცებისთვის უფასო მიწის ნაკვეთების გადაცემით ჩვენ მადლობას ვუხდით მათ გამბედაობისთვის, ბრძოლის ველზე გაწეული ღვაწლისთვის“ , – განაცხადა ოკუპირებული ყირიმის „პარლამენტის თავმჯდომარემ“, ვლადიმერ კონსტანტინოვმა.
Facebook Comments Box