პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სააკაშვილი მედიკოსებთან არ თანამშრომლობს.
„გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რაზედაც ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციურის, ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში გახლავთ უსაფუძვლო“, – აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.
Facebook Comments Box