პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად გაუფასურდა მთლიანად ევროპარლამენტის რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად გამოთქმისთვის, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო. ეს არის მავნებლობა საქართველოს მიმართ

Nusagi

იმდენად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო ჩასწორება, რომელიც ლობისტებმა უზრუნველყვეს, თავად მომხსენებელმა სვენ მიქსერმა არ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ წარმოიდგინეთ, მე რომ გამომქონდეს, როგორც კანონმდებელს, რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ ლობისტებმა, რომ მე თავად მხარი არ დავუჭირო – რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად გამოთქმისთვის, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო. ეს არის მავნებლობა საქართველოს მიმართ. ის ფსევდო საქართველოს მოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს, საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი, ერთადერთი რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, მაგალითად, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს ბოლო სკანდალი – შეიძლება ამის საფუძველი იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას აღარ აქვს. წარმოუდგენელია! ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია, აქ ფინანსებზე არ არის საუბარი. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ თავად სვენ მიქსერმა, რომელიც იყო მომხსენებელი, მხარი არ დაუჭირა იმდენად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო ჩასწორება, რომელიც ლობისტებმა უზრუნველყვეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის ავტორია, ამავე ანგარიშში სანქციების შესახებ შეტანილი შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: