პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: 2012 წლამდე პენიტენციური სისტემაში წამების ფესტივალები იმართებოდა, დღეს კი სპორტული ფესტივალები იმართება

Nusagi

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა, პენიტენციურ სისტემაში შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმართება სპორტული ფესტივალები.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.

სწორედ ამ მიზნით, რადგან სპორტის განვითარება და ახალგაზრდობის ჩართვა არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ჩვენ პენიტენციურ დაწესებულებებში მივიღეთ სპორტის მართვის ახალი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც უკვე დავიწყეთ გარკვეული პროექტების განხორციელება, მაგალითისთვის გეტყვით იმას, რომ კონკრეტულად ფეხბურთში ჩვენ უკვე გვყავს მწვრთნელი, რომელიც უტარებს ვარჯიშებს მსჯავრდებულებს და მათ აქვთ სპორტით რეგულარულად დაკავების საშუალება.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაგალითისთვის, პირველად გაიმართა N16 დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი სპორტის 7 სხვადასხვა სახეობაში, სწორედ ეს არის ერთ-ერთი სხვაობა კიდევ, რომ თუკი იმართებოდა 2012 წლამდე წამების ფესტივალები, ერთობოდნენ მართლაც რომ ჯალათები, დღეს იმართება სპორტის ფესტივალები, რომლებიც მიზნად ისახავს პატიმრებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ესეც ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ცვლილებებისა, რომელიც გატარდა 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში და რომელიც გრძელდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,263 ნახვა
%d bloggers like this: