პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს

Nusagi

„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს.

„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ხართ დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა. თქვენი განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, როცა ამბობთ თუ ვინ სად აგებთ პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,379 ნახვა
%d bloggers like this: