საზოგადოება

ნინო ნადირაძე: ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, თუ რამეში არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ. თუ ყოველდღიურად პაციენტის სიცოცხლე ძაფზე კიდია, რას უნახავენ ამ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ?!

ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, თუ რამე არ მოსწონდათ, რამეში არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ. თუ ყოველდღიურად პაციენტის სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია და ყველა საათსა და წუთს მნიშვნელობა აქვს, რას უნახავენ ამ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ?! – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

„ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში იმიტომ, რომ განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ?! ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმები, ექსპერტები, ადვოკატი, მომხრეები და ა.შ. მთელი ამხელა მანქანა მომართულია ჩვენკენ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ. მაგრამ ფაქტი ერთია, იყო მხოლოდ ორი გულისრევა-პირღებინების ეპიზოდი. სხვა შემთხვევაში რასაც ჭამს – ირგებს. ჩვენ რაც დავთვალეთ, ინდექსები კახექსიაში ის არ ჯდება. ჩვენ გავაგზავნეთ ანალიზები გერმანიაში და სისხლში არაფერი აღმოჩნდა. ეს ექსპერტები მხოლოდ არ ექსპერტობდნენ, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები, მკურნალობის პროცესშიც დებულობენ მონაწილეობას ჩვენთან ერთად. თუ რამე არ მოსწონდათ, რამეში არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ. თუ ყოველდღიურად პაციენტის სიცოცხლე ძაფზე კიდია და ყველა საათსა და წუთს მნიშვნელობა აქვს, რას უნახავენ ამ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ?! თუ პაციენტის სიცოცხლე ასე ყოველწამიერად არის საფრთხის ქვეშ, სასამართლოსთვის ინახავენ დასკვნებს?!“, – განაცხადა აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,786 ნახვა
%d bloggers like this: