ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა – ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს. „ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე დავწერო სიგარეტის მავნებლობაზე და არა აქვს მნიშვნელობა ჩვეულებრივი სიგარეტი იქნება, “მახორკა”, ფრანგულ კონიაკში ოდნავ დასველებული სიგარა, თუ ელექტრო სიგარეტი. არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ რომ ყველამ იცის. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა – ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს. ეს შინაგანი აკრძალვა “გუგულის კანონამდეც” არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა“- წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.
გია გაბრიჭიძე: არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიგარეტს არ მოწევს. ეს შინაგანი აკრძალვა “გუგულის კანონამდეც” არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა
December 17, 2022
1 წუთის საკითხავი

-
გააზიარე!
Facebook Comments Box
შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Info Postalioni
-
გააზიარე!
ტოპ პოსტები
კატეგორიები
ნახვები
- 6,587,247 ნახვა