უცხოური მედია

ტეხასში 7 წლის წინ დაკარგული ძაღლი სხვა შტატში იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს🐕

Nusagi

აშშ-ში, ოჯახს 7 წლის წინ დაკარგული ძაღლი დაუბრუნეს. ამის შესახებ People-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯეზი ტეხასში დაიკარგა, მას შემდეგ რაც ფეიერვერკების შეეშინდა. ცოტა ხნის წინ კი ის ორლანდოში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში დატოვეს. 12 წლის ძაღლი პოლიციელებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ძაღლს სიარული უჭირდა, სავარაუდოდ ართრიტის გამო, თუმცა ძალიან მეგობრული და ნაზი იყო. სამართალდამცველებმა ცხოველი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს გადასცეს.

აღმოჩნდა, რომ ჯეზის მიკროჩიპი ჰქონდა, ამიტომ მათ ცხოველის პატრონთან დაკავშირება მოახერხეს. კაცი ორლანდოში ჩაფრინდა და ძაღლი სახლში წაიყვანა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: