უცხოური მედია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში პუტინმა კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა – WSJ

Nusagi

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, პუტინმა კადიროვს უბრძანა, რომ კიევის სამთავრობო კვარტალი დაეკავებინა და უკრაინის პრეზიდენტი მოეკლა.

გარდა ამისა, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე პუტინმა კადიროვს „სტრატეგიის შემუშავებისთვის“ დაურეკა, რათა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებისას ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში შეჭრილიყვნენ.

WSJ-ის ცნობით, კადიროვის „ბოევიკების“ წარუმატებლობის შემდეგ პუტინმა მას ჩეჩნეთში ფარული მობილიზაციის დაწყება დაავალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: