უცხოური მედია

გერმანიის პოლიციამ დრეზდენის მუზეუმიდან მოპარული ძვირფასეულობების ნაწილის დაბრუნება შეძლო

გერმანიის პოლიციის ცნობით, მათ 2019 წელს დრეზდენში, ცნობილი მუზეუმიდან „მწვანე თაღი“ მოპარული ძვირფასეულობების ნაწილის დაბრუნება შეძლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპონატები შაბათს აღმოაჩინეს და მუზეუმში დააბრუნეს. საუბარია 31 ნივთზე, თუმცა მოპარული ექსპონატების ნაწილი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორისაა ბანტი, რომელშიც საკმაოდ დიდი დრეზდენის თეთრი ბრილიანტია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექსპონატების დაბრუნება ძარცვაში 6 ეჭვმიტანილის ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეძლეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დრეზდენში ცნობილი მუზეუმი „მწვანე თაღი“ 2019 წლის ნოემბერში გაძარცვეს. პოლიაციამ მოპარული ნივთების ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელთა ღირებულება 113 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყო ისტორიაში.

„მწვანე თაღი“ – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძვირფასეულობის კოლექციაა. მასში ოთხი ათასი საიუველირო მორთულობაა. ის საქსონიელმა კურფიურსტმა ავგუსტმა XVII საუკუნეში დააარსა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,026 ნახვა
%d bloggers like this: