უცხოური მედია

მარია ზახაროვამ მოლდოვაში რუსულენოვანი არხების ლიცენზირების შეჩერებას ცენზურის აქტი უწოდა

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მოლდოვაში რუსულენოვანი არხების ლიცენზირების შეჩერებას გამოეხმაურა და თქვა, რომ  მოსკოვი მოითხოვს საერთაშორისო სპეციალიზებულმა ორგანიზაციებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. 

ზახაროვამ აღნიშნა, რომ  რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ეროვნული უმცირესობების უფლებების ცინიკურ დარღვევად აფასებს. 

„მოვითხოვთ შესაბამისმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მომხდარზე ადეკვატური შეფასება მოახდინონ და ყველა შესაბამისი ზომა მიიღონ ამ მიუღებელი სიტუაციის გამოსასწორებლად. მიგვაჩნია, რომ ეს აკრძალვა ცენზურის აქტია“, – განაცხადა ზახაროვამ. 

მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ქვეყანაში ყოველგვარი განსხვავებული აზრის განადგურების კურსს ინარჩუნებს.

ამასთან, ზახაროვას მიაჩნია, რომ ოფიციალური კიშინიოვი მილიონობით რუსულენოვან მოქალაქეს ახალი ამბების წყაროს უზღუდავს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,550 ნახვა
%d bloggers like this: