პოლიტიკა

მედიკოსების რჩევით, ენმ-ის დეპუტატმა, აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა

Nusagi

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თემურ ჯანაშია ინფორმაციით, დეპუტატ აბდულა ისმაილოვს ბოლო დღეების განმავლობაში ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც შიმშილობის შეწყვეტა მოუწია.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება”, – თქვა თემურ ჯანაშიამ.
მოშიმშილე დეპუტატები დღეს, დევი ჭანკვეტაძემაც მოინახულა:

“ეს არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, როცა უყურებ, რომ შენი კოლეგები, ძმაკაცები, ახლობლები, ასეთ პროტესტის ფორმას ირჩევენ. დავდივართ, ვისაც შეგვიძლია, რომ გვერდით დავუდგეთ, ყველანაირად დავეხმაროთ”, – თქვა დევი ჭანკვეტაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის დეპუტატებმა შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. ამ დროისთვის, 3 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,168 ნახვა
%d bloggers like this: