Uncategorized

მნიშვნელოვანია სპეკულაციების დასრულება, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, მესამე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა. 

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,247 ნახვა
%d bloggers like this: