Uncategorized

„პარლამენტში მოშიმშილეების მოსანახულებლად მისვლა ჩემთვის არის გამორიცხული“ – მელია

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად არ მივა. 

მისივე თქმით, აქვს შესაძლებლობა, რომ მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ჰქონდეს, თუმცა არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც იგი პარლამენტში არ მივა. 

„დასაფასებელია, პატივსაცემია პროტესტის ესა თუ ის ფორმა, მათ შორის მოშიმშილეების, თუმცა პარლამენტში ფიზიკურად მისვლა ჩემთვის არის გამორიცხული. სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, რომ მათთან მქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ბევრი მიზეზის გამო არ იქნება. მე დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა ნამდვილად არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტის მანდატების დატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და დეპუტატები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,244 ნახვა
%d bloggers like this: