პოლიტიკა

სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური – სალომე ზურაბიშვილი რუსეთიდან მიგრაციაზე

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე გარდა სხვა საკითხებისა, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლის შესახებ ისაუბრა. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მასიური მიგრაცია გამოწვევაა.

„კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია , რომელიც ასევე გარკვეულწილად გახლავთ შესაძლებლობა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, თუ რაც ხდება.

კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი ყურადღება და განზრახვები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,210 ნახვა
%d bloggers like this: