უცხოური მედია

უკრაინაში რაც ხდება უფრო მეტად გვეხება, მაგრამ მოდით, გავიხსენოთ მიანმარი, იემენი, სირია – რომის პაპი

Nusagi

საშობაო საჩუქრად რომის პაპ ფრანცისკეს მეტი სიმშვიდე სურს. ამის შესახებ რომის პაპმა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე რა საჩუქარს ისურვებდა სასულიერო პირი საშობაოდ, რომის პაპმა თქვა, რომ „ცოტა მეტ სიმშვიდეს ისურვებდა“. 

„ცოტა მეტ სიმშვიდეს. რამდენი ომია მსოფლიოში! უკრაინაში რაც ხდება უფრო მეტად გვეხება, მაგრამ მოდით,  ასევე გავიხსენოთ მიანმარი, იემენი, სირია, სადაც ისინი 13 წელია იბრძვიან“, – განაცხადა პაპმა. 

ამასთან, პაპმა ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მეტად ქუჩაში გასვლა ენატრება. 

„ბუენოს აირესში ძალიან თავისუფალი ვიყავი. ქუჩაში გასვლა მენატრება, ადამიანებთან კონტაქტი დადებითად მოქმედებს“, – აცხადებს პაპი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: