საზოგადოება ტექნოლოგია

უსრულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს

Nusagi

შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია.

„შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია! მან შეიძლება საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს – დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა!“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,238 ნახვა
%d bloggers like this: