„მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებელი დეტოქსიკაცია სჭირდება“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რთული ქიმიური ან რადიაქტიური ნივთიერებებით არის მოწამლული.
„როგორც ფიზიკური, ასევე, ნეიროლოგიური და ფსიქიკური სიმპტომების კორელაცია, ტოქსიკოლოგის დასკვნასთან და იმ მეტალებთან, რომელიც იქნა აღმოჩენილი დიდი ალბათობით, პირდაპირ მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. ამდენი მეტალის მცირე რაოდენობით აღმოჩენა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ადგილი გვაქვს რაღაც ნაერთთან, რომელიც ჩვენთვის უცნობია.
„ვივამედის“ კლინიკას აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა, გერმანიაში და იქ არის აღმოჩენილი სისხლში ძალიან მცირე რაოდენობით, პრაქტიკულად 4 მეტალი: ვერცხლის წყალი, დარიშხანი, ტალიუმი და ტყვია.
შემდგომში უკვე თმის ღერზე ჩატარდა ანალიზი, აღმოჩენილი არის – ვერცხლის წყალი, ბისმუტი და ბარიუმი.
ფრჩხილში აღმოჩენილია, კადმიუმი და მანგანუმი. ასე რომ გამორიცხული არ არის რაიმე რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს, დეტოქსიკაციას, ეს ძალიან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან ეს ტოქსიკური ნაერთი განაგრძობს მოქმედებას და იგი ანგრევს როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე, ნევროლოგიას“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.