უცხოური მედია

„პუტინს კადიროვის ეშინია, როგორც კი პუტინი წავა, იჩქერია თავისუფალი გახდება“ – ოლექსი დანილოვი

პუტინს ეშინია კადიროვის. მას შემდეგ, რაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი წავა, იჩქერია გახდება თავისუფალი ქვეყანა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

„ფაქტობრივად, პუტინს ეშინია კადიროვის. რადგან ის [კადიროვი] არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მას ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისი თქმით, პუტინი კადიროვს აძლევს ფულს, ამის სანაცვლოდ იჩქერია რჩება რუსეთის შემადგენლობაში.

„როგორც კი პუტინი წავა, იჩქერია გახდება თავისუფალი ქვეყანა. კადიროვთან თუ კადიროვის გარეშე, დამიჯერეთ, ეს აუცილებლად მოხდება და ძალიან, ძალიან სწრაფად. იმიტომ, რომ ეს არის ცალკე ქვეყანა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“, – აცხადებს ოლექსი დანილოვი. 

მან, ასევე, დასძინა, რომ ყველამ იცის, რომ კადიროვის მამის მოკვლის ბრძანება სწორედ პუტინმა გასცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,220 ნახვა
%d bloggers like this: