პოსტები სოციალური ქსელიდან

პიმენ ყურაშვილი – თმის ან ფრჩხილის ანალიზი არ არის რეკომენდებული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ვერ იმსჯელებ მის ტოქსიურობაზე ან რამე გავლენაზე კლინიკური მდგომარეობის მხრივ

Nusagi

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს სისხლში მძიმე მეტალების განსაზღვრაზე და თანახმაა გაიკეთოს თმის ან ფრჩხილის ანალიზი. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ პირიქით არის სინამდვილეში, სისხლში ან შარდში უნდა ინახოს მძიმე მეტალი, რომ იმსჯელო შემდგომ მის ტოქსიურობაზე – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი პიმენ ყურაშვილი წერს. მისი თქმით, თმის ან ფრჩხილის ანალიზი არ არის რეკომენდებული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ვერ იმსჯელებ მის ტოქსიურობაზე ან რამე გავლენაზე კლინიკური მდგომარეობის მხრივ. აქვე პიმენ ყურაშვილი აქვეყნებს ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციას, სადაც წერია, რომ “არ უნდა გაკეთდეს თმის ან ფრჩხილის ანალიზი მძიმე მეტალის განსასაზღვრად”.

“მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უარს ამბობს სისხლში მძიმე მეტალების განსაზღვრაზე და თანახმაა გაიკეთოს თმის ან ფრჩხილის ანალიზი. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ადრეც დავწერე, პირიქით არის სინამდვილეში, სისხლში ან შარდში უნდა ინახოს მძიმე მეტალი, რომ იმსჯელო შემდგომ მის ტოქსიურობაზე. თმის ან ფრჩხილის ანალიზი კი არ არის რეკომენდებული, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ვერ იმსჯელებ მის ტოქსიურობაზე ან რამე გავლენაზე კლინიკური მდგომარეობის მხრივ. ამის შემდეგ მაინც სისხლის ან შარდის ანალიზი უნდა აიღო და ნახო იქ არის თუ არა ეს მეტალი.

ძალიან სამწუხაროა და საცოდაობაა იმის ყურება, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს თუნდაც ციხიდან ვინმეს დასახსნელად ქვეყნის იმიჯიც კი შელახონ ტყუილით, თან უზარმაზარი ტყუილით. მიშასგანაც მოულოდნელია ამ დონეზე დაცემა. საცოდაობაა ასევე ყველა დანარჩენის ყურება, ვინც თვალს ხუჭავს ნებით თუ უნებლიეთ და თვალებში ეყრება მისთვის განკუთვნილი ნაცარი. კონსილიუმის ექიმების მიკვირს ძალიან! ასევე ძალიან მიკვირს ყველა დანარჩენი ექიმის ვინც ამას ისმენს და უყურებს! მზად ხართ ყველანი ერთხმად რომ მედიცინაც კი ესეთი პოლიტიკით დააბინძურონ? ხმა არ გაქვთ? სად ხართ და როდემდე აპირებთ ამის მოსმენას? აქვე გირთავთ ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციას სადაც წერია, რომ “არ უნდა გაკეთდეს თმის ან ფრჩხილის ანალიზი მძიმე მეტალის განსასაზღვრად”!”- წერს პიმენ ყურაშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: