ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ინტელექტუალურ ტურნირში შემოსავლების სამსახურის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დეპარტამენტიდან 23 გუნდი მონაწილეობდა.
თამაშში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღნიშნული თამაშის მიზანია, თანამშრომელთა კიდევ უფრო მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.
Facebook Comments Box