უცხოური მედია

საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის – ლვოვის მერი

Nusagi

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი ფეისბუკზე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის.

„საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია.

მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება, რომელიც „ქართული სასწაულის“ განუყოფელი ნაწილი იყო. ამ გუნდმა ერთად გააკეთა ის, რაც ყოველთვის გვაკლდა უკრაინაში. ისინი კონკრეტულ გეგმას მისდევდნენ, მათ ძალიან უყვარდათ თავისი ქვეყანა, ყველაფერი შეცვალეს და რეფორმები გაატარეს.

დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან. მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დატოვებთ.

ის, რასაც ახლა უკეთებენ სააკაშვილს, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე.

ის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით! დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!“ – ნათქვამია ანდრეი სადოვოის განცხადებაში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: