საზოგადოება

სევდიანია, როდესაც ქვეყანას დიდი ზეიმის მიზეზი აქვს და პრეზიდენტი ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს – ხერხეულიძე სააკაშვილზე

Nusagi

„ძალიან სევდიანია, როდესაც ქვეყანას დიდი ზეიმის მიზეზი აქვს და პრეზიდენტი ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა. 

„რა თქმა უნდა, ძალიან სევდიანია როდესაც ქვეყანა, რომელსაც დიდი ზეიმის მიზეზი აქვს, ვგულისხმობ ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვას, რომელიც დღეს პუტინის ტუსაღია, ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის. არ ვიცი რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჩართონ ონლაინ და ანახონ საზოგადოებას.

ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ, იმიტომ რომ ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

ამასთან, ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილთან 20 დეკემბერს ტოქსიკოლოგი იმყოფებოდა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს მისი ვინაობა არ ახსოვს. 

„ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებით კითხვა რაც მქონდა, ვკითხე მას. მითხრა, რომ გუშინ იყო პროფესორი, გვარი არ იცის, არ ახსოვდა ვინ იყო შესული. სააკაშვილმა თქვა, რომ ტოქსიკოლოგი არ გამორიცხავს მოწამვლას, მაგრამ სისხლის ანალიზის აღებას აზრი აღარ აქვს მანძილის გავლის გამო“, – დასძინა ეკა ხერხეულიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: