საგარეო პოლიტიკა

„უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ აშშ-დან უკრაინაში კარგი ამბებით ბრუნდება, კერძოდ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო გაგება, თუ როგორ გაძლიერდება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები უახლოეს თვეებში. არ მინდა ამაზე დეტალურად ვისაუბრო დღეს, ვფიქრობ, გესმით რატომაც. მაგრამ მე ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამისთვის.

მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ, რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენთან საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების კოორდინაცია.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველით მომავალი წლიდან და რისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, განიხილეს უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, ენერგეტიკის აღდგენა, ასევე შემდგომი სანქციები და რუსეთზე სამართლებრივი ზეწოლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,179 ნახვა
%d bloggers like this: