პოსტები სოციალური ქსელიდან

„ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე“ – თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

Nusagi

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურება.

„ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა. ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია.

ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე – მეტი არაფერი მინდა!

მე შევანგრევდი ციხის კარს, რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, სააკაშვილმა სხდომაზე უკრაინულად საუბარი დაიწყო, რადგან, როგორც თავად განმარტა, უკრაინის მოქალაქეა. ამისთვის პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ის მოგვიანებით თარჯიმნის მეშვეობით უნდა ჩართულიყო, თუმცა ადვოკატის განცხადებით, ცუდად გახდა და ვეღარ შეძლო ჩართვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,631 ნახვა
%d bloggers like this: