Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ საქართველოს კონსტიტუციიდან და მართლმსაჯულებიდან გამოვდივართ და ვმოქმედებთ და არა სააკაშვილზე სხვების მოწოდებებიდან გამომდინრე

Nusagi

რაც შეეხება მოწოდებებს, ჩვენი პირველი მომწოდებელი არის საქართველოს კონსტიტუცია და მართლმსაჯულება, ამიტომ ჩვენ აქედან გამოვდივართ და ვმოქმედებთ და არა მოწოდებებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებაზე, სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა სააკაშვილზე განაცხადა, რომ იგი ექიმებს არ ემორჩილება.

„ჩვენ ვნახეთ ამ დროის განმავლობაში, საუბრობდნენ, წამებაზე, რაც იყო ტყუილი. ვნახეთ, რომ თქვეს, მოწამლეს, რაც იყო ტყუილი. თავად ადვოკატმა დილით თქვა, რომ მოწამლეს და საღამოს თქვა, რომ არ მოუწამლავთ. ანუ, ამ საქმეში იმდენი ტყუილია, რომ საჭიროა ეს საკითხი სასამართლომ განსაჯოს. სასამართლო სწორედ ამისთვის იმართება, რომ განსაჯოს. რასაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის, ეს არის ის, რომ იგი არ ემორჩილება ექიმებს. მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექიმებსა და სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ჩადენილი აქვს. მას სურს, რაც შეიძლება დაუძლურდეს, რათა იქნებ, როგორმე დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას.

რაც შეეხება მოწოდებებს, ჩვენი პირველი მომწოდებელი არის საქართველოს კონსტიტუცია და მართლმსაჯულება, ამიტომ ჩვენ აქედან გამოვდივართ და ვმოქმედებთ და არა სხვების მოწოდებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,179 ნახვა
%d bloggers like this: