საზოგადოება

„ცუდად გახდა“ – შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა და ჩართვაზე უარს ამბობს

Nusagi

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის შესვენების შემდეგ კვლავ დისტანციურად უნდა ჩართულიყო, მაგრამ მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის ცუდად გახდა და აღარ ჩაერთვება.

„ბატონ მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ დასძინა, რომ სააკაშვილი თანახმაა, ადვოკატმა გააგრძელოს პროცესი. 

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე უკრაინულად მიმართვა სურდა. ამისთვის პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ის მოგვიანებით თარჯიმნის მეშვეობით უნდა ჩართულიყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,596 ნახვა
%d bloggers like this: