საზოგადოება

ხანდაზმულების წინაშე ბევრი გამოწვევაა, ქვეყანაში აქტიური დაბერების პრობლემა მწვავედ დგას – ლიზა წიკლაური 

Nusagi

„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლიზა წიკლაურმა საქართველოში ხანდაზმულებთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანდაზმულებს საქართველოში მძიმე სოციალური პირობები აქვთ.

ლიზა წიკლაურის თქმით, წინა წლის  მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირების დაახლოებით 20% იყო ხანდაზმული, რაც აჩვენებს ფაქტობრივად მათ პრობლემებს. 

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი ძირითადი შემოსავალი არის მხოლოდ პენსია. 

გარდა ამისა, წიკლაური აცხადებს, რომ ქვეყანაში აქტიური დაბერების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

„ხანდაზმულების წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა და ამ პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. დიდი ნაწილისთვის გამოწვევა არის მაინც სოციალური პრობლემები. წინა წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირების დაახლოებით 20% იყო ხანდაზმული, რაც აჩვენებს ფაქტობრივად მათ პრობლემებს. 

ხშირ შემთხვევაში პენსია არის მათი ძირითადი შემოსავალი, თუმცა ძირითადად ყოფით აუცილებელ საჭიროებისთვის არის საკმარისი. ქვეყანაში აქტიური დაბერების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, იმიტომ რომ არ აქვთ შესაძლებლობა უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ თუ იმ პროცესებში ჩართული. 

რეალურად ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება მოვლასთან დაკავშირებით, კერძოდ როდესაც ხანდაზმულს ესაჭიროება ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე სპეციალური მოვლა ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში. ზოგ მუნიციპალიტეტს აქვს ე.წ. შინ მოვლის პროგრამა რაც გულისხმობს, როდესაც ხანდაზმულს არ შეუძლია თავად მოუაროს საკუთარ თავს ან სჭირდება გარკვეული დახმარება, შესაძლებლობაა მის საცხოვრებელ ადგილზე შესაბამისმა პირებმა გაუწიონ დახმარება, ეს იქნება საექთნო თუ სხვა მომსახურება, მაგრამ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ეს პროგრამები არ აქვთ და ხანდაზმულს თუ არ ჰყავს მხარდამჭერი პირი, ან არ აქვს რესურსი, ამ დროს სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს როლი იკვეთება და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში განთავსება არის ფაქტობრივად, მხოლოდ შესაძლებლობა. 

ხშირ შემთხვევაში ეს მათთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ ინტეგრირებული არიან და მათთვის ძალიან მძიმეა საცხოვრებელი სახლის დატოვება“, – აცხადებს ლიზა წიკლაური. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: