საგარეო პოლიტიკა

„რუსეთის მიმართ ზოოლოგიური სიძულვილითაა ნაკარნახევი“ – დიმიტრი მედვედევი გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე

Nusagi

„რუსეთის მიმართ ზოოლოგიური სიძულვილითაა ნაკარნახევი“ – დიმიტრი მედვედევი გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, გაზის ფასზე ზედა ზღვრის გადაწყვეტილება არის წმინდა ნებაყოფლობითი არასაბაზრო ღონისძიება და შესაბამისად, სერიოზულად არ იმუშავებს.

მედვედევი ევროკავშირის მიერ გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ტელეგრამზე გამოეხმაურა და მას „სულელური“ უწოდა.

„როგორც ნავთობის შემთხვევაში, ეს ნაკარნახევია არა ეკონომიკური ლოგიკით, არამედ რუსეთის მიმართ ზოოლოგიური სიძულვილით, რომელიც ეფუძნება მანიაკალურ თეზისს – „ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე“.  ანუ ეს არის აბსოლუტურად მოხალისეობრივი არასაბაზრო ზომა. უფრო მეტიც, ის მიღებულია მრავალი დათქმით, რომლებიც მისი გამოყენების ბლოკირების საშუალებას იძლევა. ამიტომ, ეს სერიოზულად ვერ იმუშავებს“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასის ლიმიტების დაწესებაზე შეთანხმდნენ. მათი გადაწყვეტილებით ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,271 ნახვა
%d bloggers like this: