საზოგადოება

წერილი ნათელ ზღვარს ავლებს სადისტსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნეს – გიორგი მარგველაშვილი

Nusagi

მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას „მთავართან“ საუბარში გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ წერილს რამდენიმე დანიშნულება აქვს. 

„ამ წერილს აქვს რამდენიმე დანიშნულება. პირველი არის ის, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს – სადისტსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში ჩადენილ იქნეს სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება.  ეს არის აქ განსხვავება. ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებ ადამიანს ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით. ეს არის ისტორიის წინაშე ჩვენი თავს მართლების მცდელობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ რამე უნდა მოუწოდოს ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“. 

„არ მაქვს ილუზია, რომ რამე უნდა მოვუწოდო ან ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“. მე მაქვს პროცესის იმედი, რომელიც დღეს დაიწყო და გაღრმავდება“, – დასძინა მარგველაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: