საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის ლობისტები ზღვარგადასულად აქტიურობენ, CNN-ზე ისეთი შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთებინეს, მოპასუხე მხარეც არ ჰყავდათ – მათში ხომ არ გაჩნდა შიში, რომ სააკაშვილი ალაპარაკდება?

Nusagi

CNN-ზე ისეთი შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთებინეს, მოპასუხე მხარეც არ ჰყავდათ, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე ვარაუდით, გარკვეულ შიდა თუ გარე ჯგუფებს სააკაშვილის „ალაპარაკების“ ეშინიათ, რითაც მათი გააქტიურების ახსნაა შესაძლებელი.

„სააკაშვილის ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ აქ არეულობა მოეწყო და შემდეგ ომის სცენარი განხორციელებულიყო. ეს ერთი ხაზია, მაგრამ მიჩნდება ეჭვი და ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის ლობისტები ზღვარგადასულად აქტიურობენ, პიარკომპანია დაიქირავეს და CNN-ზე ისეთი შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთებინეს, მოპასუხე მხარეც არ ჰყავდათ – მათში ხომ არ გაჩნდა შიში, რომ სააკაშვილი ალაპარაკდება? მგონი, ამის რისკები არსებობს. სხვა რისკებიც არის – მაგალითად, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ ინტერესებსაც დავინახავდი – მისი უსაფრთხოება ყველაზე მეტად დაცულია იქ, სადაც არის. შესაძლოა, იმ სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც მიზნად მის გაყვანას ისახავს, მისთვის საფრთხე იყოს. დღეს „ქართული ოცნების“, მმართველი გუნდის, ხელისუფლების ინტერესებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზიანი აბსოლუტურად არ არის. მაგრამ, შესაძლოა, ეს გარკვეული ჯგუფების ინტერესში იყოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: