მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის, რომელმაც ქვეყანა განავითარა, ციხეში ჯდომა სირცხვილია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა რეფორმების გატარების დროს მსგავსი შეცდომების დაშვება ნორმალურია.
„სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს. როდესაც იგი მოვიდა ხელისუფლებაში იყო დანგრეული ქვეყანა, არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობდა, ბიუჯეტში იყო 0 ლარი, ძალიან რთულია ასეთი ქვეყნის ჩაბარება, როცა ყველა სფერო შენ უნდა განავითარო. რეფორმების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს და ამ რეფორმების გამო ძალიან ბევრი ოჯახი რჩება განაწყენებული. ვფიქრობ, რომ შეცდომები იყო, თუმცა შეცდომები ყოველთვის ხდება. მე მისი ძმა ვარ, ვუყურებდი როგორ ვითარდებოდა ქვეყანა, მაგრამ ვერ განვითარდება ქვეყანა თუ არ იქნებიან რეფორმებში მოყოლილი ადამიანები. მიშამ განავითარა ქვეყანა, მნიშვნელოვანი ძვრები განიცადა, ყველამ იცოდა საქართველო სად იყო, ყველა რეგიონი განვითარდა, ეს ხომ ყველაფერი მიშას დამსახურებაა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.