პოლიტიკა

პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს

Nusagi

პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ოჯახმა ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები და მოშიმშილეები მათი მონიტორინგის ქვეშ არიან. თემურ ჯანაშიას ბოლო ანალიზების მიხედვით, შიმშილობის გაგრძელება საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს. ამიტომ ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დავით კირკიტაძემაც შეწყვიტა. ამავე მიზეზით კი შიმშილობა 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,562 ნახვა
%d bloggers like this: