ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს – დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. ამ სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განამვლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.
კორონავირუსის გავრცელების ასეთი ტემპის მიზეზებს შორის Bloomberg-ი ჩინეთის ხელისუფლების მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაუქმებას ასახელებს, რამაც ადვილად გადამდები „ომიკრონის“ შტამის ასეთი გავრცელება გამოიწვია.
Facebook Comments Box