მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ექსპრეზიდენტის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილს შესაბამისი გამოკვლევები უცხოეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა უნდა ჩაუტარონ.
„ის ანალიზები, რომლის გაკეთებაც დაჩქარებული წესით უნდათ, უბრალოდ, საქართველოში ვერ ხერხდება, ამიტომ ადვოკატმა უკვე გააჟღერა ოჯახის მოთხოვნა, რომ მხოლოდ საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტებით უნდა მოხდეს, რომ იყოს სანდოობის მომენტი.
მე რა კადრებიც ვნახე ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც მოხდა მიშას ჩართვა, აბსოლუტურად სხვა ადამიანია. მე თვითონვე გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ გაუძლებს, ამიტომ ან ვკლავთ ადამიანს, ან ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
Facebook Comments Box