საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი სააკაშვილზე: დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე – წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს.

როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა „პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს“.

„წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს, აზარაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს.

„ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გიპასუხებთ, რადგან ამ პროცესში არ ვართ ჩართულები. სამხარაულის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მოცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: