საზოგადოება

„არ შეიწყალო კრიმინალი“ – ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახი ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა, სადაც მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იყო. მათ პრეზიდენტს ის განცხადება შეახსენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი ასევე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,223 ნახვა
%d bloggers like this: