პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მურმან დუმბაძის განცხადებაზე: სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ

Nusagi

„სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ.“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მორალურად არ იყო გირგვლიანი იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს.“

როგორც ქართველიშვილი წერს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ საფლავებიდან საკუთარი “ჯალათ-ბელად-დინის” მიერ ყველა წამებაში დახოცილს.

„გადავიდნენ “ნეკროშეტევაზე” ეს ამორალური ლეშები. ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ ახლა საფლავებიდან საკუთარი “ჯალათ-ბელად-დინის” მიერ ყველა წამებაში დახოცილს. იტყვიან, რომ შამათავას მოკლული დათო ცინდელიანიც არ უნდა ჩაძირულიყო ფეხებზე ბეტონმიმაგრებული შავ ზღვაში. არც ბუტა რობაქიძე იქნებოდა მართალი იმ “უმწეო” პოლიციელების მიმართ. არც პოლკოვნიკ თეთრაძეს უნდა აღეძრა ჯალათებში საკუთარ დაბადების დღეზე თავისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვდინება. არც “ყავარჯნიან თემურაში” ვნებათა აღზევება უნდა გამოეწვიათ მის მიერ გაუპატიურებულებს… სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ. რომელ მორალზე გველაპარაკებიან – მათ ჰგონიათ, რომ ცოცხლებს წარმოადგენენ. გან-სულიერებულების სიცოცხლე ვის გაუგია…და მათ ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ ოდესღაც გარდაიცვლებიან. ისინი უბრალოდ – მოკვდებიან. ზეციურ საქართველოში მათ მიერ დახოცილი ქართველების უკვდავ სულებთან გადაკვეთა, უბრალოდ მაგარი უსამართლობა იქნება.“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,550 ნახვა
%d bloggers like this: