საზოგადოება

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე – როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, მაშინ გიწევს საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების ჩართვა საქმეში

Nusagi

„როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. 

მისი თქმით, ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი – შექმნან არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს.

„ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი, ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს ის თემები, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერმა. როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს გიწევს ბუნებრივია საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას და ბუნებრივია ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი რაღაცნაირად შექმნან საბაბი, არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს. 450-დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მე მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: