საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველებიც ყოველ ჯერზე თავს არიდებენ ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას, ნათელია, რომ ტყუილთან გვაქვს საქმე

სახელმწიფომ დანიშნა სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ვითარების კიდევ უფრო დასადგენად. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველებიც ყოველ ჯერზე თავს არიდებენ ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაზე საუბრისას განაცხადა.

„არც უცხოელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ არ აჩვენა, რომ მის ორგანიზმში რაიმე ქიმიური ნივთიერება იმაზე მეტია, ვიდრე ეს ნორმითაა დასაშვები. პლუს, დამატებით, როდესაც სახელმწიფომ დანიშნა სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ამ ვითარების კიდევ უფრო დასადგენად, ჩვენ ვხედავთ, რომ თავს არიდებენ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველებიც ყოველ ჯერზე ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას. ნათელია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ სწორ ადგილზე სპეკულაციასთან, ტყუილთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,223 ნახვა
%d bloggers like this: