საზოგადოება

კახა კალაძემ განმარტა, რატომ განთავსდა საახალწლო ინფრასტრუქტურა პრეზიდენტის სასახლის წინ, ორბელიანის მოედანზე

Nusagi

რადგან დედაენის ბაღში მომუშავე ადამიანებმა გვთხოვეს, რომ ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, ამ სივრცეების დამატება მოხდა, მეტი არაფერი. არანაირი დისკომფორტი არ იქმნება, – ამის შესახებ დედქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ განმარტა, რატომ განთავსდა საახალწლო ინფრასტრუქტურა ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის წინ.

„არაფერი შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე საშობაო სოფელი მოწყობილი, ასევეა გაკეთებული. რადგან დედაენის ბაღში მომუშავე ადამიანებმა გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, ამ სივრცეების დამატება მოხდა, მეტი არაფერი. არანაირი დისკომფორტი არ იქმნება. პროტოკოლით როგორცაა გათვალისწინებული – უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველაფერი ისეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას აუქმებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,203 ნახვა
%d bloggers like this: