„მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არ არიან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ისი თქმით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
წულუკიანმა, ასევე, კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის და სახალხო დამცველის არჩევის შესახებაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ სურს.
„არ ვიცი, რომელ პოლიტპატიმრებზე საუბრობთ, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ისეთი გამოიგონა ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც თვით არცერთ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქ ჩვენ ვნახეთ, რომ თავად ოპოზიციას აღარ სურს ამ კანონის მიღება მაშინ, როდესაც თავად ოპოზიცია უჩურჩულებდა ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ეს კანონი უნდა ყოფილი მიღებული და მათ მთავარ მიზნად ივანიშვილი ჰყავდათ ამოღებული. როცა მიხვდნენ, ივანიშვილი ვერანაირი კრიტერიუმით ოლიგარქი ვერ არის და შეიძლებოდა პირიქით მოსტრიალებოდათ ეს კანონი, ჩვენ ვიხილეთ მათი წინააღმდეგობა. მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრებად ვერ აღვიქვამ, ისინი არ არიან პოლიტპატიმრები“, – აცხადებს თეა წულუკიანი.