საგარეო პოლიტიკა

მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია – ამერიკელი გენერალი

Nusagi

მშვიდობიანი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის შეუძლებელია, –  ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, მარკ ჰერტლინგმა განაცხადა.

„შობის ღამეს პუტინი ამბობს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. რუს სამხედროებთან და თავდაცვის სამინისტროსთან „მოლაპარაკების“ შემდეგ, გაკვეთილი ვისწავლე: რუსი ოფიციალური პირები წვრილმანებზეც კი არ თანხმდებიან… არ მოითხოვენ. ან იტყუებიან, ან უარს ამბობენ თანხმობაზე“, – აცხადებს აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი უკვე გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკება და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის და ცდილობს გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან უკრაინაში გაჭიანურებული ომის გამო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,251 ნახვა
%d bloggers like this: