ვხედავთ, რადიკალურ ოპოზიციაში როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერ მურმან დუმბაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც არანაირ ღირებულებებსა და იდეებზე არ დგას.
„რადიკალურ ოპოზიციაში „გაპრავების“ ამორალურ მცდელობებს მიეჩვივნენ. ვხედავთ, როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეეხნენ და შეურაცხყოფენ. ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს. რადიკალური ოპოზიცია არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც არანაირ ღირებულებებსა და იდეებზე არ დგას. ეს ადამიანები არიან უსუსური, შურისმაძიებლები, რომელთაც მხოლოდ უნდათ, ძალაუფლება საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. საზოგადოებამ ეს ადამიანები ხელისუფლებას ჩამოაცილა და რაც უფრო მალე მოხდება ამ ადამიანების პოლიტიკიდან გასვლა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ეს ადამიანები ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ნაცებზე მეტი ნაცები არიან. მშვიდობაში მოიხმარონ ერთმანეთი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.