უცხოური მედია

„როდესაც წარუმატებლობის სასოწარკვეთას განიცდის, არ აყოვნებს მუქარას, რომ გამოიყენებს ყველაფერს, რაც მის არსენალშია“ – ბორელი პუტინის ბირთვულ შანტაჟზე

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ რიტორიკას მიმართავს, როდესაც სასოწარკვეთილია და გრძნობს თავის წარუმატებლობას. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„აშკარაა, რომ ის, ვინც დაუფიქრებლად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო კანონს, სასოწარკვეთილებას განიცდის, თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას სურს, არ აყოვნებს მუქარას, რომ გამოიყენებს ყველაფერს, რაც მის არსენალშია“, – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობა უარყოფს რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ შანტაჟს.

„და მე ვფიქრობ, რომ მათ, ვინც მოსკოვში გადაწყვეტს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, გაიგეს ეს“, – აღნიშნა ბორელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: