უცხოური მედია

სამხრეთ კორეამ სექსთოჯინების იმპორტზე აკრძალვა ოფიციალურად გააუქმა

Nusagi

სამხრეთ კორეამ ოფიციალურად გააუქმა აკრძალვა სექსთოჯინების იმპორტზე, რითაც დასრულდა წლების განმავლობაში მიმდინარე დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია მთავრობას ჩაერიოს პირად ცხოვრებაში. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმპორტიორები წუხილს გამოთქვამდნენ. მათ საქმე სასამართლოშიც კი შეიტანეს, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს და ადგილობრივ საბაჟოებს დაავალეს, რომ იმპორტიორებისთვის ჩამორთმეული სექსსათამაშოები დაებრუნებინათ. 

მათ ასევე განაცხადეს, რომ სექსსათამაშოები გამოიყენება პირად სივრცეში და არ ლახავს ადამიანის ღირსებას. 

სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ სექსთოჯინების იმპორტისთვის განახლებული ზომების მიღება გადაწყვიტა.

ამასთან, საბაჟო სამსახურმა თქვა, რომ კვლავ აკრძალავს ბავშვის მსგავსი სექსთოჯინების იმპორტს. 

საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ 1000-ზე მეტი სექსთოჯინა, რომლებიც  სამხრეთ კორეაში 2018 წლიდან შემოიტანეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: