Uncategorized

ძალიან მძიმე იქნება პირადად მისთვის და ზოგადად მისი კარიერისთვის – კალაძე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებაზე

Nusagi

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს პირადად მისთვის მძიმე იქნება. 

კალაძის თქმით, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ზურაბიშვილი, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება. 

„ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ზოგადად ძალიან მძიმე მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება. 

არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია. მისი შემოტანა როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ“, – აცხადებს კახა კალაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,247 ნახვა
%d bloggers like this: