ტექნოლოგია

ComCom “მაგთისატის” გათიშვასთან დაკავშირებებით განცხადებას ავრცელებს

ComCom “მაგთისატის” გათიშვასთან დაკავშირებებით, განცხადებას ავრცელებს.

31 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „მაგთისატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან  შეუძლიათ. „აზერსპეის 46Е“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან აბონენტები  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის იმავე ქართული საინფორმაციო არხების  მიღებას შეძლებენ უფასოდ, რომელსაც „მაგთისატი“ აწვდიდა. იმისთვის, რომ აბონენტებმა  „აზერსპეისის’“ თანამგზავრიდან შეძლონ სიგნალის მიღება, რამდენიმე ტექნიკური საკითხის უზრუნველყოფაა საჭირო, კერძოდ, „აზერსპეისის“ სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად  აუცილებელია თეფშისა და თანამგზავრული სატელიტური მიმღების (ე.წ  Set Top Box-ის) შეძენა და მონტაჟი. იმ აბონენტებს, რომლებსაც თეფში უკვე აქვთ ერთჯერადად მხოლოდ სეთობოქსის (Set-top Box) შეძენა დასჭირდებათ.

„აზერსპეისის“ თანამგზავრის სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად საჭიროა   შემდეგ  ტექნიკური პარამეტრების გამოყენება: თანამგზავრი Azerspace 1 აღმოსავლეთ განედის 46 გრადუსი /East 46° , მიღების სიხშირე/Downlink Frequency: 11095Mhz, პოლარიზაცია/Polarization: ჰორიზონტალური/Horizontal, სიმბოლური სიჩქარე/Symbol Rate: 30000 KBit/s, შესწორების კოდი/FEC Rate: 5/6. 

იმ შემთხვევაში, თუ თეფშს რაიმე შენობა ან მთა ფარავს, საჭირო იქნება მისი ისე განლაგება, რომ სიგნალი დაიჭიროს.  „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შემდეგი ქართული არხების მიღებაა შესაძლებელი:  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა ტვ, იმედი, GDS, მაესტრო, ტვ პირველი, მთავარი არხი,  ფორმულა , რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი,  POS TV, კავკასია, ობიექტივი, ტვ 25, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი და მარნეული ტვ. 

გარდა „აზერსპეისისა“  აბონენტების ნაწილს „მაგთისატის“ ჩანაცვლება „სტერეო +“-ის ციფრული ტელევიზიის სისტემითაც შეუძლიათ, თუმცა „სტერეო+“ არ იჭერს ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში,  სადაც „მაგთისატის“ მიღება იყო შესაძლებელი.  „სტერეო+“ სისტემაში ჩასართავად საჭიროა მომხმარებელმა შეიძინოს ციფრული ტელევიზიის მიმღების (DVB-T2 სტანდარტის ე.წ „სეთობოქსი“), კაბელის და ანტენის კომპლექტი.  ანტენის მონტაჟი უმჯობესია მოხდეს აივანზე ან სახურავზე, მონტაჟის შემდეგ ანტენა კაბელით უნდა შეუერთდეს მიმღებს, ხოლო მიმღები ტელევიზორს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,037 ნახვა
%d bloggers like this: