პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: ნდობა, რომელიც მოიპოვა მერმა, ნიშნავს, რომ დასახული პრიორიტეტები მოქალაქეების დაკვეთის შესაბამისი იყო

Nusagi

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა, მერის ანგარიშს მოქალაქეების დაკვეთის შესაბამისი უწოდა და განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობა 2023 წლის ბიუჯეტს მხარდაჭერას გამოუცხადებს.

„ანგარიში რომელიც დღეს არის წარმოდგენილი შინაარსობრივია და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. ერთი წელი არჩევნების შემდეგ მეორე ვადით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ნდობა რომელიც მოიპოვა მერმა და თითოეულმა ჩვენგანმა იმის მანიშნებელია, რომ ოთხი წლის განმავლობაში დასახული პრიორიტეტები ჩვენი მოქალაქეების დაკვეთის შესაბამისი იყო“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს თავმჯდომარე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ კერძო ექსპერტიზის მიერ დადებული დასკვნების გაკონტროლება და მთლიანობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის ახლებური გააზრება და მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ბიუჯეტთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების გამო და განაცხადა, რომ საკრებულოს წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები ბიუჯეტში ასახულია.

„მომავალი წლის, პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურის განვითარება და ძირითადი გამზირების რეაბილიტაციის გაგრძელება. ახალი ავტობუსებით მნიშვნელოვნად განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაგრძელდება ავარიული კორპუსების ჩანაცვლების უნიკალური და უპრეცედენტო პროგრამა, ისტორიული არეალების რეაბილიტირება, ამხანაგობის პროგრამები სადაც ჩვენ გვაქვს თანადაფინანსება ავარიული სახლების გამაგრებაში, ვფიქრობ, რომ მომავალი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაგრძელდება მნიშვნელოვანი მონაცვლეობები, რომელთა განხორციელებითაც მუნიციპალიტეტს მეტი ტერიტორია დაუბრუნდება, რაც თავის მხრივ, ქალაქში მომავალში კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნას გულისხმობს.

„ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და განვაცხადო რომ საკრებულოს უმრავლესობა 2023 წლის ბიუჯეტს ნამდვილად დაუჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,460,467 ნახვა
%d bloggers like this: