პოსტები სოციალური ქსელიდან

რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა? – ირაკლი ჯორბენაძე

Nusagi

„როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ ნდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც!“, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ჯორბენაძე მირტად ქამადაძეს, მისივე პოსტის კომენტარებში კითხვაზე – „რას ეუბნები შენს ამომრჩეველს ამით, როგორც პოლიტიკოსი? ანუ ადამიანის დევნა და სიკვდილამდე მიყვანა მოსულა?“

მანამდე ის გამოეხმაურა ქამადაძის პოსტს მოკლული სანდრო გირგვლიანის შესახებ და დაწერა: არ ვთქვათ სიმართლე! რა მოხდა აღარ ვილაპარაკოთ! წავუყრუოთ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ვუსმინოთ და ველოდოთ, როდის დაგვაზელენ გოგლიმოგლს თავზე!

„როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ ნდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც. დღისით, მზისით, ოჯახში ხოცავენ ხალხს და ამხელა რეზონანსი რაღაც არ მახსენდება, ამავე საზოგადოებისაგან და რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა?!“, – წერს ჯორბენაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: